-მტკენ.
-ვიცი.
-მერე ?
-რა, მერე ?!
-არ უნდა შეეშვა ? ? მტკივათქო, ადამიანო.
-ხომ უნდა იცოდე როგორია ტკივილი ?! - აქ მეღიმება.
-არადა ამბობდი, სამაგიეროს გადახდა მხოლოდ სუსტების საქმეა-ო. არადა, სხვანაირს გიცნობ..
. -მერედა, შენ ვინ გითხრა რომ სამაგიეროს გიხდი ?
-გაგყიდეს თვალებმა. გიცნობ.
-სად ხედავ შენ ჩემს თვალებს ?! - აქაც მეღიმება, ოღონდაც, სხვანაირად...
-ნუ ცდილობ დამალო ისინი.
-შენ სტყუი.მხოლოდ მაშინ დაინახავ ჩემს თვალებს, როდესაც ჩემს სულში ჩაიხედავ. -მტკენთქო...
-გეტკინოს! აიტან, როგორმე.
-არ შეგშვენის.
-შენ რა იცი მე რა შემშვნის? არმიცნობ სათანადოდ ადამიანო, არა. - აქაც მეღიმება. -გეყოს.მტკენთქო, მტკენ.
-აიტანთქო, აიტან. როგორც მე ავიტანე... ცოტა ხანს დუმდა, ალბათ წარსულის ფურცლებს აკვირდებოდა..
-გიყვარდი...
-მიყვარდი (აქ უკვე მეცინება)
-მეც. -კიდევ უფრო მაცინებ.
-მართლათქო.
-შენ ჩემი თვალების დანახვაც ვერ შესძელი. არადა რომ მოგენდომებინა ახლა ალბათ... -...ალბათ არ მატკენდი. ალბათ ისევ გეყვარებოდი.
-მაინც მგრძნობ...
-წარსულმა იცის.
-მტკენდი...
-მტკენ.!
-..
-გაჩერდი, გაჩერდი.