ლომი (23 ივლისი-22 აგვისტო)
სიმბოლო: ლომი
მმართველი პლანეტა: მზე
სტიქია: 1
ჰავა: თბილი, ტროპიკული
ტემპერამენტი: ქოლერიკი
ფერები: ოქროსფერი და ჩალისფერი
ლითონი: ოქრო
ბედნიერი რიცხვი: 1
ზოდიაქოს მეხუთე სახლი: განაგებს შთამომავლობას, შვილებს. პიროვნების დამოკიდებულებას ბავშვებთან, მომავალ თაობასთან. ასევე განსაზღვრავს ადამიანის, როგორც ფიზიკურ ისე სულიერ გარდასახვა-განსხეულებას შთამომავლობაში. დამოკიდებულებას სახელოვნებო სფეროებთან, ემოციებს, ძლიერ განცდებსა და შეგრძნებებს, ადამიანის დამოკიდებულებას რისკთან, სხვადასხვა სახის დანაკარგებთან. თავისუფალი, ახლებური გადაწყვეტილებების მიღების უნარს. ნიჭისა და ტალანტის წარმოჩენა-განვითარების შესაძლებლობებს შემოქმედებითი და სპორტული კუთხით, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი მარტოოდენ კარიერისტულ მისწრაფებებს ან ფულად დაინტერესებას არ ემსახურება. განაგებს სიამოვნებას, სიყვარულს, შვილების დაბადებას.
ხასიათის შტრიხები გულუხვია, მამცი და ძლიერი სულის პატრონი, უყვარს კომპლიმენტები და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ეპატაჟური ფიგურა