6 ივნისის გადაცემა "ჩვენი თვითმმართველობა" დაეთმო ანაკლიის საკურორტო ზონაში პროექტების მიმდინარეობის განხილვას. როგორ ხვდება მუნიციპალიტეტი ახალ საკურორტო სეზონს და რამდენს დახარჯავს სეზონის გახსნის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიების გასამართად? - ამ თემებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გიორგი თოდუა საუბრობდა.
"ჩვენი თვითმმართველობის" მეორე ნაწილის სტუმარი სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის უფროსი სოფო ბენაშვილი იყო. გახმაურებული დაკავებები, პატიმრის გარდაცვალება და ზუგდიდის ციხიდან ქუთაისის საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრდებულების გადაყვანა, რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტები დედოფლისწყაროში, - ეს და სხვა საკითხები იყო ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელთან საუბრის მთავარი თემები.
Comments