დავით ჯიშკარიანი ბრძანება ნომერ N00447 -ზე

დავით ჯიშკარიანი ბრძანება ნომერ N00447 -ზე

Avatar

2019 წლის 30 ივლისს, 12:00 საათზე სიმბოლურად შევიკრიბოთ ინგოროყვას 22 ნომერთან - საქართველოს სსრ ჩეკას სახლთან, რომელიც თბილისში საბჭოთა ტერორის მთავარ და ერთ-ერთ უკანასკნელ უსიტყვო მოწმეს წარმოადგენს და ხმამაღლა წავიკითხოთ 1937-1938 წლებში თბილისში მცხოვრებ მსხვერპლთა სახელი და გვარები.

1937 წლის 30 ივლისს გამოვიდა სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ბრძანება ნომრით N00447, რის შედეგადაც მიმდინარე პოლიტიკურმა რეპრესიებმა ახალი მასშტაბები შეიძინა. საქმეების განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო, რისთვისაც შეიქმნა არასასამართლო ორგანო ე.წ “ტროიკა”, რომელიც ელემენტარული სასამართლო პროცედურების გარეშე, რამდენიმე წუთში წყვეტდა ადამიანის ბედს. ტერორის მასშტაბები გასცდა კომუნისტური პარტიის ელიტის წმენდას და მძიმე დარტყმა მიაყენა საზოგადოების ფართო ფენებს - განსაკუთრებით გლეხობას - რომელთა მიმართაც იყო დაგეგმილი ეს ე.წ. “კულაკური ოპერაცია”. ამ ბრძანებით, 1937-1938 წლების განმავლობაში და საბჭოთა ტერორის ყველა ეტაპთან შედარებით, ყველაზე მეტი ადამიანი იქნა რეპრესირებული.

Comments

Avatar