"საქართველოს ხელისუფლება ძალიან პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს და ჩვენ ვამბობთ ისე, როგორც, დაახლოებით, 50 წლის წინ აღმოსავლეთ გერმანიაში, სადაც ყოველდღე ელოდნენ ბერლინის კედლის დაცემას. მე იმ ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისტორიას აქვს თავისი წესები: ოკუპაცია აუცილებლად მთავრდება და, როგორც წესი, იმპერიები აუცილებლად ინგრევა.
საქართველო არ არის დაპირისპირების ადგილი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის! საქართველო არის ადგილი, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იბრძვის საკუთარი თავისუფლებისათვის... ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის დამოუკიდებელი ქვეყნის პირობებში. ზუსტად ამისთვის გვჭირდება მაღალი ხარისხის თავდაცვისუნარიანობა და ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, რომელსაც ყველა მოქალაქე ენდობა", - საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან (FM 107,4) / გადაცემა "დაბრკოლების ზოლი".
Comments